სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნისა და შიდა ქართლის რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით:

  • ახორციელებს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე სპეციალისტების მომზადებაზე ორიენტირებულ სამივე საფეხურის აკადემიურ და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით.
  • უზრუნველყოფს პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმართვას აკადემიური თავისუფლებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
  • უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრების პიროვნული პოტენციალის რეალიზებასა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • ახორციელებს საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, მათ შორის უწყვეტი განათლების პროგრამებისა და მომსახურებების, სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებისა და სოციალური პროექტების შეთავაზებით.
  • ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნისა და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხელს უწყობს სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების და პერსონალის მობილობას, მათ ჩართულობას ერთობლივ პროექტებში.

 

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 19 გუნდი.

06 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა

რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა ჯგუფხელებთან

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებისა და სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა.

05 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა