თამარ სანიკიძე

16 ნოემბერი,2016

 

თამარ სანიკიძე (დ. 30 აგვისტო, 1978) — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2013 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე.
დაიბადა თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2000 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში.
2005—2009 წლებში მუშაობდა საქართველოში ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობაში, ხოლო 2009 წლიდან 2012წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მოადგილედ.
2013 წლის ივლისში, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დატოვა მინისტრის პოსტი, დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ეს პოსტი მას 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 16 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართეს...

16 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტში (UNITUS) გაიმართა მე-7...

2026 წლის 8-12 ივნისს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, იტალიის ქალაქ ვიტერბოში, ტუშას უნივერსიტეტში (UNITUS) გაიმართა მე-7 საერთაშორისო საშტატო კვირეული,...

12 ივნისი, 2026 სრულად ნახვა