როინ მეტრეველი


ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: დაბა აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ მაღალ თანამდებობებზე 1960-1972წწ. 1972-1986 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1986—1989 წლებში რ. მეტრეველი იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1991 წლიდან 2004 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. იყო ჟურნალ "მაცნეს" ისტორიის სერიის რედაქტორი, თსუ ისტორიის კათედრის გამგე. 1992 წლიდან იყო ქართულ სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ს/კ ცენტრის ხელმძღვანელი. 2001 წლიდან ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII საუკუნის საქართველოს სახელმწიფოებრივი ფორმები", დაიცვა 1965 წელს, 1974 წელს სადოქტორო - "შინაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში". არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის "შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში", "დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში", დავით IV აღმაშენებელი", "მეფე თმარი". მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი სამეცნიერო კრებული და მონოგრაფია.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

26 მაისი

2026 წლის 26 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

26 მაისი, 2026 სრულად ნახვა

ჟან მონეს კათედრა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ჟან მონეს კათედრა — „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელიც აერთიანებს...

25 მაისი, 2026 სრულად ნახვა