ჰარუნ ჩიმქე - ასოცირებული პროფესორი


დაბადების თარიღი - 1977, ქ. სივასი, თურქეთი. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1995 წელს, ჩაირიცხა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენა-ლიტერატურისა და თურქული ფილოლოგიის სპეციალობაზე; ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო იმავე უნივერსიტეტში ჯერ სამაგისტრო, ხოლო შემდეგ სადოქტორო საფეხურებზე. იგი არის პირველი თურქი ეროვნების დოქტორანტი საქართველოში, რომელმაც დაიცვა სადოქტორო ნაშრომი ქართული ფილოლოგიაში (2010წ.). მისი სადოქტორო ნაშრომის სახელწოდებაა: „ზმნისწინების სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერტურო ქართულში“. აღნიშნული ნაშრომი ამავე სახელწოდებით გამოსცა 2016 წელს მონოგრაფიის სახით.
ჰარუნ ჩიმქე 2011-2020 წლებში მუშაოდა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომლის დამაარსებელიც და შემდგომში ხელმძღვანელიც (2011-2016 წწ.) თავად იყო. ამჟამად იგი მოღვაწეობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში ასოცირებულ პროფესორად და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში მოწვეულ სპეციალისტად, სადაც ასწავლის ქართულ ენას.
ჰარუნ ჩიმქეს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომებისა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. მან პროფესორებთან ჟუჟუნა ფეიქრშვილსა და რუსუდან საღინაძესთან ერთად თურქულად გამოსცა სამეცნიერო ხასიათის ნაშრომი „ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა – ფონეტიკა, მორფოლოგია)“, რომელიც თურქეთის ისტორიაში ქართული ენაზე პირველ გრამატიკულ ნაშრომს წარმოადგენს.
მას აგრეთვე ეკუთვნის უამრავი თარგმანი, მათ შორის:

  1. მუჰანედ ალაკუსი, მშვიდობის ყვავილი - Barış Çiçeği, გამომცელმლობა - შემეცნება, თბ., 2022;
  2. ბექა ადამაშვილი, ამ რომანში ყველა კვდება - Bu Romanda Herkes Ölüyor, KeTeBe, İstanbul, 2022;
  3. ქესანე გვეტაძე, გონივრული რიცხვები - Akıllı Sayılar, გამომცელმლობა - შემეცნება, თბ., 2021;
  4. აკა მორჩილაძე, ჩრდილი გზაზე - Yoldaki Gölge, გამომცემლობა: KeTeBe, İstanbul, 2021;
  5. ოსმალეთისა და ევროპის გზებზე ხუთი ქართველი მოგზაური და მათი სამოგზაურო ნაშრომები“ (სულხან-საბა ორბელიანის წიგნში – „მოგზაურობა ევროპაში“, ტიმოთე გაბაშვილი „მიმოსლვაში“, გიორგი ავალიშვილი „მგზავ¬რობა თბილი¬სი¬დან იე¬რუ¬სა¬ლი¬მამ¬დე“, იონა გედევანიშვილი ათი წელი მოგზაურობაში“, გიორგი ერისთავი „ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისსიდგან – Osmanlı ve Avrupa Topraklarında Beş Gürcü Seyyah ve Seyahatnameleri (XVIII. ve XIX. Yüzyıl), გამომცემლობა „Selenge - სელენგე“, სტამბოლი, 2021;
  6. იაკობ გოგებაშვილი, იავნანამ რა ჰქმა - Ninni’nin Mucizesi, შემეცნება, თბ., 2021;
  7. იასემინ მიმირი, პუდინო - Pudino (რვა წიგნისაგან შედგება), გამომცემლობა – შემეცნება, თბ., 2021;
  8. რევაზ თაბუკაშვილი 13 დღე – 13 Gün, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2017;
  9. ჟუჟუნა ფეიქრიშვილი, ქართველოლოგიის შესავალი - Kartvelolojiye Giriş, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2017;
  10. შოთა არველაძე, გუშინ – Dün, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2017;
  11. გიორგი სოსიაშვილი, მარტოსულთა ზამთარი - Yalnızların Kışı, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2017;
  12. ნინო სადღობელაშვილი, თავშესაფარი - Huzurevi, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2016;
  13. ზვიად კვარაცხელია, ფორმა - 100 – Üçe Yirmi Kala, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2016;
  14. ბესიკ ხარანაული, წიგნი ამბა ბესარიონისა - Kitap Amba Besarioni, გამომცემლობა Gürcistan Dostluk Derneği Yayınları, İstanbul, 2015;
  15. თანამედროვე ქართული მოთხრობები – Modern Gürcü Hikayeleri, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2015;
  16. დათო ტურაშვილი, გურჯი ხათუნი – Gürcü Hatun, გამომცემლობა Gece Kitaplığı, İstanbul, 2015, 2022 (მეორე გამოცემა);
  17. საქართველოს კულტურა - Gürcistan Kültürü, თბ., 2004.

ჰარუნ ჩიმქეს მიღებული აქვს ჯილდოები:

  1. საპატიო დოქტორის წოდება: 2012 წელი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის, ქართველოლოგიაში წარმატებული კვლევითი მუშაობისა და თურქეთ-საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
  2. იაკობ გოგებაშვილის მედალი: 2015 წლის 27 ნოემბერი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  3. საპატიო დოქტორის წოდება: 2019 წლის 20 ივნისი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  4. საპატიო სიგელი: 2022 წლის 22 ივლისი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება...

20 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა

ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“

მიმდინარე წლის 11- 12 დეკემბერს გორის სახლმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო...

12 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა