რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა ჯგუფხელებთან
05 ნოემბერი,2026მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა ჯგუფხელებთან.
შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებისა და სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სიახლეებისა და სტუდენტური პროექტების შესახებ.
შეხვედრას ეწრებდოდნენ განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სტუდენტური კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.