პროექტის გუნდი
გიორგი სოსიაშვილი – პროექტის ხელმძღვანელი და წიგნის ავტორი, ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, მოწვეული პროფესორი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის წევრი.
ლიტერატურული კონკურსების „საბა“ და „მუზა“-ს ლაურეატი და საქართველოს ეროვნული პრემიის მფლობელი.
კვლევის მიმართულებები: შიდა ქართლის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს წარჩინებული საგვარეულოები; რუსეთის კოლონიური პოლიტიკა კავკასიაში; ქართლის სათავადოები; ევროპელი მოგზაურები საქართველოში; ქართულ-ოსური ურთიერთობები.
მისი ნაშრომები თარგმნილი და გამოცემულია: რუსულ, თურქულ, ინგლისურ, პოლონურ ენებზე.
ალექსანდრე მღებრიშვილი – პროექტის კოორდინატორი, ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი.
კვლევის მიმართულებები: ქართული სალიტერატურო პროცესის საკვანძო პრობლემატიკა, ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები, ქართულ-ებრაული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები, შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების შემოქმედებითი, სამწერლო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტრადიციები და ა.შ.
არის ორ ათეულზე მეტი მონოგრაფიის და ერთ ასეულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის: მღვდელი იროდიონ ოქროპირიძე და ქართველთა შორის წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობა ცხინვალში (თბილისი, 2017), ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორია (თბილისი, 2019), ცხინვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში 1918-1921 (თბილისი, 2019) და სხვ.
იოსებ ალიმბარაშვილი – პროექტის მკვლევარი, ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ი. სტალინის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
კვლევის მიმართულებები: საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, შიდა ქართლის მოსახლეობა, კავკასიოლოგია, სოფლების ისტორია.
არის რამდენიმე ისტორიული რუკის, მონოგრაფიის, წიგნისა და ასამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. მათ შორის: ლეკიანობა აღმოსავლეთ საქართველოში (2012), საქართველო-კავკასიის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან (2014), შიდა ქართლის მოსახლეობა XIX ს. პირველი ოცწლეულის რუსული კამერალური აღწერების მიხედვით (2021) და სხვ.
მკვლევარი (ახალგაზრდა მეცნიერი) თამილა კოშორიძე-ეთნოლოგიის დოქტორი. გორის სერგი მაკალათიას სახ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან ხელმძღვანელობს გორის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს. პარალელურად, 1997 წ-დან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.ჰუმნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სხვადასხვა პერიოდში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფია-ეთნოლოგიის, ისტორიოგრაფია წყაროთმცოდნეობის და სამუზეუმო საქმის მიმართულებით.
თამილა კოშორიძე აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ფორუმებსა და საგრანტო-საპროექტო საქმიანობაში. მისი უშუალო მონაწილეობით გორის მუზეუმში განხორციელდა USAID ZRDA საქართველოს პროექტი „წარსულის ფულით მომავლის მდგრადობისაკენ“-გორის მიუნცკაბინეტის მოწყობა. ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია ALIPH-ის და ლურჯი ფარის მიერ მუზეუში განხორციელებულ პროექტში „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“. თამილა კოშორიძის აქტიურობით 2019 წ. საფუძველი ჩაეყარა გორის მუზეუმისა და პოზნანის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლობის საკითხს. ამჟამად, ძირითდი შემსრულებლის სტატუსით ჩართულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების პროექტში „კოვიდპანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა“.
მკვლევარი - დავით ახლოური, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დარგის სპეციალისტი, რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და 100-მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, ავტორია.მონოგრაფიები: ახალგორის ისტორია, თბ., 2006, იოჰან ანტონ გიულდენშტედტი ქსნის ხეობაში, თბ., 2006, სოფელი ახლოურთი, სერიიდან „ქსნის ხეობის ისტორია", ტ. I, თბილისი, გამომცემლობა „საარი", 2019, ქსნის ხეობის სოფლების ისტორია (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი, XIX საუკუნის დასაწყისი), სერიიდან „ქსნის ხეობის ისტორია", ტ. II, თბილისი, გამომცემლობა „საარი", 2021, სტატიები: . სოფელი წირქოლი XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში, სამეცნიერო სტატიების კრებულში: მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ., II, 2020, სოფელ ძეგლევის წარსული და დღევანდელობა, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „ენა და კულტურა", №26, ქუთაისი, 2021, სოფელი წირქოლი XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში, სამეცნიერო სტატიების კრებულში: მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ., II, 2020, ქსნის ხეობის მთიანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ისტორიიდან, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარებული დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებული, №19, 2020, ქსნის ხეობის მთიანეთის რელიგიური ყოფის ისტორიიდან (სოფელ ახლოურთკარის მაგალითზე), სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარებული მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისადმი მიძღვნილი შრომათა კრებული, №18, 2020 და სხვ.
მკვლევარი - ვლადიმერ ღუნაშვილი, ისტორიის დოქტორი, დარგის სპეციალისტი, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი. რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნიერო პუბლიკაციის, ავტორია. წიგნები: ქსნის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია, თბ., 2007; ნარკვევები ქსნის ხეობის წარსულიდან, ნაწ. 1-2; თბ., 2001; სტატიები: ქსნის ერისთავები და ქართლში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მე-17 ს. მეორე ნახევარში, ,,წელიწდეული, IV-V, 1999-2000; ცხრაზმის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია მე-14 ს. მეორე ნახევარში; ,,წელიწდეული“, II-III, 1997-1998; ცხრაზმის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია მე-7 ს. 70-80-იან წლებში, ,,წელიწდეული“, IV, 1996 და სხვ