წიგნის პრეზენტაცია და ჟან მონეს მოდულის დახურვის ღონისძიება

29 ივნისი,2023

2023 წლის 29 ივნისს, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ჩატარდა ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ დასრულების ღონისძიება. მოდული ხორციელდებოდა 3 წლის განმავლობაში. მოდულის მხარდამჭერი იყო ევროკავშირი/ევროკომისია.

დახურვის ღონისძიებაზე მოდულის კოორდინატორმა ეკატერინე ქარდავამ ისაუბრა მოდულის ფარგლებში  განხორციელებულ საქმიანობაზე, შედეგებზე. წარმოადგინა წიგნი/სახელმძღვანელო „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“, რომელიც შეიქმნა მოდულის ფარგლებში და რომლის საფუძველზეც უნდა გაგრძელდეს ევროკავშირის შესახებ სწავლება.

ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა მარიკა შერაზადაშვილმა ისაუბრა მოდულის განხორციელებისა და ევროპული სწავლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე გამართული დისკუსიებისა და საუბრების ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესურა/აკადემია და სტუდენტები. მათ საკუთარი პერსპექტივიდან შეაფასეს მოდულის იმპლემენტაციის ზეგავლენის ასპექტები.

შეხვედრის მოდერატორობას ახორციელებდა გორის უნივერსიტეტის სტუდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ხატია ხაბაშვილი.

წიგნი: 

ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

18 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს 2026“...

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სტარტი აიღო „მეცნიერების რეგიონულმა ფესტივალმა...

17 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა