მოდულის შესახებ

ჟან მონეს მოდულის შესახებ

ჟან მონეს მოდული # 619809-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE სახელად „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ მიზნად ისახავს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროპული სწავლების გაძლიერებას, ახალგაზრდა პროფესიონალების/სტუდენტების აღზრდას, რომლებსაც გათვიცნობიერებული აქვთ საქართველოს ევროპული არჩევანი და აქვთ ცოდნა ევროკავშირისა და ასოცირების შეთანხმების შესახებ.
პროექტის ამოცანებია:

  • გაფართოვდეს და გაძლიერდეს ევროკავშირთან დაკავშირებული სწავლება და კურიკულუმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • განხორციელდეს ევროკავშირისა და ასოცირების შეთანხმების შესახებ სწავლების ინტეგრირება ისეთ ფაკულტეტებსა და პროგრამებში, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ევროპულ სწავლებასთან (ბიზნეს ადმინისტრირება, ფილოლოგია და სხვა). 
  • განვითარდეს ევროპული სწავლების ხარისხი (ახლებური ხედვის პერსპექტივითა და ახალი მეთოდოლოგიით). 

მოდულის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ახალი კურიკულუმის შემუშავება - „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“ და მისი ინტეგრირება უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამებში სავალდებულო ანდა არჩევით საგნად;
  • სტუდენტთა კონფერენცია - აღმოაჩინე ევროკავშირი გორში;
  • აკადემიური პერსონალის ტრენინგები - „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“;
  • კურიკულუმის ფარგლებში სახელმძღვანელოს შემუშვება და გამოქვეყნება; 
  • მოდულის შესახებ სტატიის მომზადება და გამოქვეყნება ინგლისურ ენაზე;
  • სხვა უნივერსიტეტებისათვის მოდულის შედეგების გაზიარება;
  • ინფორმაციული კამპანია.
  • და სხვა.

მოდულის ხანგრძლივობაა 3 წელი - 2020-2023 წწ.
მოდულის ავტორი და კოორდინატორია პროფესორი ეკატერინე ქარდავა.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო ფორუმი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სანიაში გამართულ აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და აზიის პირველ მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმში -...

30 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2026 წლის 22 ოქტომბერს, მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდის (პროფესორების ალექსანდრ ჰანსისა და ფრანცისკა გასმანის) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გორის...

22 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა