ჯან მონეს მოდულის კოორდინატორი

პროფ. ეკატერინე ქარდავა არის ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ ავტორი და კოორდინატორი.

- სამართლის დოქტორი
- ჟან მონეს პროფესორი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (აფილირებული)
- ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ (LFEU) ავტორი და თანაკოორდინატორი კავკასიის უნივერსიტეტში
- ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) თანაავტორი და ექსპერტი კავკასიის უნივერსიტეტში; სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“
- ტელე-გადაცემის „ევროპის დროით“ თანაავტორი და შინაარსის შემქმნელი (კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით)
- პროექტის „ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა და ქართული შრომის სამართალი“ ავტორი და ხელმძღვანელი (ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით)
- ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე
- ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი
- 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში, მათ შორის ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი; საქართველოს მთავრობის ევროკავშირის სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი
- 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო სექტორში; ექსპერტი და მკვლევარი - PMCG, ICMPD, CSRDG, FES, KAS, USAID/G4G, GIZ
- 17 წლიანი აკადემიური საქმიანობის გამოცდილება უნივერსიტეტებში. ლექციები: ევროკავშირის სამართალი; შრომის სამართალი; ევროპული ინტეგრაცია და სამეზობლო პოლიტიკა; შედარებითი შრომის სამართალი; სამოხელეო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი.
- 20-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი (წიგნები და სტატიები).

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2026“

ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარადგინა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები. ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის...

03 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

18 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა