საინფორმაციო შეხვედრა

03 ივლისი,2025

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ უნგრეთის კაროლის გასპარის უნივერსიტეტიდან დაბრუნებული Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილე ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეორე წლის სტუდენტები, ნინო მექვაბიძე და ირინა ეცადაშვილი.
ასევე, თანატოლებს შთაბეჭდილებები გაუზიარეს თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ტრაპიზონის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტებმა: ანი მაისურაძემ და მარიამ ტიელიძემ.
შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც სტუდენტებს მიულოცა საერთაშორისო აკადემიური წარმატება, ისაუბრა უნივერსიტეტის აქტიურ მონაწილეობაზე გაცვლით პროგრამებში, ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა პარტნიორი ორგანიზაციების მისამართით.
მონაწილეებს ასევე მიესალმა და წარმატება უსურვა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა საერთაშორისო განათლების ინიციატივების მიმართ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა