სომხეთში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა გორის უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია

09 აპრილი,2021

2021 წლის 8-9 აპრილს, სომხეთში გაიმართა ონლაინ ვებინარები Erasmus+ 2021-2027 წლების პროგრამასთან დაკავშირებით.

სომხეთის ერასმუსის ეროვნული ოფისის მხრიდან საქართველოდან შეხვედრაზე მიიწვიეს ქ-ნი ეკატერინე ქარდავა და ქ-ნი ირინა ქურდაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით Jean Monnet Activities სფეროში.
9 აპრილს, პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ წარადგინა ორი უნივერსიტეტის 3 აქტივობა, კერძოდ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდული „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“/EUEAA (კოორდინატორი ეკატერინე ქარდავა), კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტები „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“/LFEU (კოორდინატორი სოფიო შენგელია) და „ევროპული სწავლების სამკუთხედი“/TEESS (კოორდინატორი გურანდა ჭელიძე). განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების წარმატების განმსაზღვრელ კრიტერიუმებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბენეფიციარი ქვეყნების ერასმუსის ეროვნული ოფისები, ასევე, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

მიმაგრებული დოკუმენტები

მიმაგრებული სურათები