შემოდგომის სემესტრი (2022-2023) ჟან მონეს მოდულის ფარგლებში
09 ნოემბერი,2022
პანდემიის შემდეგ, 2023-2023 წლის შემოდგომის სემესტრში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის აუდიტორიებში.
ჟან მონეს მოდულის “EUEAA” ფარგლებში სამართლის საბაკალავრო და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შესთავაზეს სასწავლო კურსი „ევროკავშირის სამართალი“.
ჟან მონეს მოდული, 2020 წლიდან მიმდინარეობდა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. გამონაკლისი იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგთა ტრენინგი, რომელიც უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. ხოლო სტუდენტებთან სალექციო კურსები, ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, პირველად ჩატარდა in-person რეჟიმში 2022 წლის შემოდგომაზე.
ეს მეოთხე სასწავლო სემესტრია მოდულის ფარგლებში.