ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია

22 იანვარი,2021

„აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ -
ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია

2021 წლის 22 იანვარს, ჩატარდა კავკასიისათვის ევროპული სწავლების ასოციაციის (AESC) შეხვედრა, სადაც შეიკრიბნენ 2020 წელს გამარჯვებული ჟან მონეს პროექტების წარმომადგენლები საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის უნივერსიტეტებიდან.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან გააზიარეს ინფორმაცია ჟან მონეს ახალი პროექტების მიზნებისა და ამოცანების თაობაზე. შეხვედრაზე გაკეთდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია - „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“.

შეხვედრა გაიმართა, AESC-ის ორგანიზებითა და მოწვევით.

მიმაგრებული დოკუმენტები

მიმაგრებული სურათები