გაზაფხულის სემესტრი (2022-2023) ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

06 ივნისი,2023

 

2023-2023 წლის გაზაფხულის სემესტრში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, საგნის „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“ სწავლება დაიწყო სამართლის სამაგისტრო და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის.
სამართლის სამაგისტრო პროგრამიდან საგანზე დარეგისტრირებულია 23 სტუდენტი, ხოლო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამიდან - 7 სტუდენტი (სულ 30 სტუდენტი).
ეს მეხუთე სასწავლო სემესტრია მოდულის ფარგლებში.
ჟან მონეს მოდული სრულდება 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში, თუმცა მოდულის ფარგლებში შემუშავებული კურიკულუმი სავალდებულო საგნების ჩამონათვალშია სამაგისტრო პროგრამის საფეხურზე. ამრიგად, ევროპული სწავლების მდგრადობა შენარჩუნებული იქნება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.