დაიწყო სწავლება საგნისა „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“
08 აპრილი,2021გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო სწავლება საგნისა „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“
2021 წლის გაზაფხულზე, Jean Monnet Module-ის ფარგლებში „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“, გორის უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაიწყო სწავლება საგნისა „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“. საგანზე დარეგისტრირდა სამართლის, საჯარო მმართველობისა და ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის 52 სტუდენტი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის Jean Monnet მოდულის ფარლგებში დაგეგმილია ყოველსემესტრული სწავლება ზემოაღნიშნული სასწავლო საგნისა, რაც მიზნად ისახავს გორის უნივერსიტეტში ევროპული ასოცირების პროცესების მხარდაჭერასა და განვითარებას, ამავდროულად, პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აღზრას.