ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის
30 ნოემბერი,2022მიმდინარე წლის 30 ნოემბერს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების საკითხები". შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტში მოქმედი პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმით გათვალისწინებული პროცედურები, შეფასების პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. მაგალითის სახით განიხილეს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ერთერთი სწავლის შედეგის შეფასების მასალები. ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი. ტრენინგის ბოლო ნაწილი ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმატში.