დედაენის კვირეული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება!
16 აპრილი,2026
16 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
პროფესორმა ვიანორ ახალაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ჩვენი ეროვნული ღირსება“. მომხსენებელმა ისაუბრა ქართული ენის, როგორც ჩვენი იდენტობისა და ღირსების მთავარი საყრდენის მნიშვნელობაზე.
ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.