შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

23 ოქტომბერი,2025

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან),
შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა. პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე, ინფრასტრუქტურული და აკადემიური განვითარების მიმართულებებზე, სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე უნივერსიტეტის ცხოვრებაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, კომუნიკაციის გაძლიერებას ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
რექტორის მოადგილე ზურა ზურაბაშვილი;
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული;
განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე;
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი;
მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ბეჟან რომელაშვილი.

შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის ფორმატში, რაც სტუდენტებს აძლევდა შესაძლებლობას, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა