სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება

06 ოქტომბერი,2025

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2025–2026 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება.
ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და დამხმარე პერსონალს. რექტორმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში და წარმატება უსურვა საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა წევრს.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, წარმატება უსურვა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსს.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს:
რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით კვერნაძემ;
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა;
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა;
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ;
განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა ლელა ალექსიძემ;
სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტმა, ლიზი ბალახაშვილმა.
სტუდენტების სახელით შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, ნინო მექვაბიძე და ნია შატაკიშვილი, რომლებმაც ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რასაც მათ სთავაზობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მობილობის პროგრამებში მონაწილეობისა და დასაქმების მიმართულებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2025–2026 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება.ცერემონია...

06 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა