
დაჯილდოების ცერემონია
09 ოქტომბერი,2025
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში სტუდენტებს, მოსწავლეებს, საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ აკადემიური სივრცის, არამედ ახალგაზრდების მოტივაციისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას ემსახურება. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ გამოჩენილი ინიციატივა, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული მიღწევები ნათლად ასახავს იმ პოტენციალს, რომელიც ქვეყნის წარმატებულ მომავალს ქმნის. ასევე, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, იდეები და ინიციატივები.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ:
• რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი
• ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე
• გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გია ბერძნიშვილი
• განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე
• ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე
• სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი
• გორის # 6 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მაკა ნუცუბიძე
• ბრეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ეთერ ბერიკაშვილი
• სკოლის დამრიგებელი...
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერების ფესტივალის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა და საჩუქრები გადაეცათ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 22 სტუდენტს, რომელთა ენთუზიაზმმა და შრომამ ამ ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. მათ შორის არიან: ელენე ცერცვაძე, გიორგი რაზმაძე, ხატია გოდელაშვილი, ლიზი ფალელაშვილი, ლიზი ქარელიშვილი, მარიამ მექვაბიშვილი, მარიამ ტიელიძე, რატი ჩუტკერაშვილი, სალომე მექვაბიძე, ლაშა ნიკოლიშვილი, ლიკა ნარიკაშვილი, მარიამ მოდებაძე, ნია შატაკიშვილი, რატი შუშიაშვილი, სალომე კაკიაშვილი, სალომე ჯაშაშვილი, სოფო ციცაგი, ქეთი სტეფანიშვილი, ციცი გუდაძე, მარიამ სადაღაშვილი, მარიამ ნინიაშვილი, ვლადიმერ თოთლაძე.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში „26 მაისი — გზა თავისუფლებისკენ“ გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები:
გამარჯვებული სტუდენტები:
I ადგილი - გელა სადაღაშვილი
II ადგილი - ქეთევან ბოლაშვილი
III ადგილი - ბელა ყულუმბეგაშვილი
III ადგილი - ანი კორინთელი
გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები:
ქართულენოვანი ესე
I ადგილი - ტყვიავის საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდარ კოლოტაშვილი
II ადგილი - თბილისის ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ მოსწავლე, ქეთი შუბლაძე
III ადგილი - გორის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ბედიანაშვილი
ინგლისურენოვანი ესე
I ადგილი - ბრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ თედიაშვილი
II ადგილი - გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე ბაგრატ ჯაბაური
III ადგილი - ბრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, გვანცა შატბერაშვილი
მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროექტ „ჰუმანიტარული მეცნიერებანი და არტი“-ს მონაწილეებს: მაკა შიუკაშვილს, ქეთევან ლომსაძეს, იზა ხარიბეგაშვილს, გიორგი თანდიაშვილს, ბელა ყულუმბეგაშვილს, ვლადიმერ თოთლაძეს, სალომე მექვაბიძეს, ლანა ჩაგელაშვილს, ნინო გოგიაშვილს, მარიამ ცხოვრებაძეს, მარიამ ურიგაშვილს.
2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა გორის უნივერსიტეტის სპორტსმენი სტუდენტებისთვის.
20 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვებული სტუდენტები:
1. ოქროს მედალი - დავით ჭეჭელაშვილი - საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
2. ვერცხლის მედალი - ნიკა ზანგალაძე, სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
3. ბრინჯაო - საბა ღამბაშიძე - სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
ევროპის სტუდენტთა თამაშებზე ძიუდოში გამარჯვებული სტუდენტები:
1. ოქროს მედალი - თენგიზ ხიდაშელი, სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
2. ვერცხლი - ალეკო კასრაძე, სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს გადაეცა სპეციალური სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და გივი ხაჩიძის სახელობის სტიპენდია, ხოლო უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით ევროპის სტუდენტთა თამაშებზე ძიუდოში ოქროსმედალოსანი თენგიზ ხიდაშელი გათავისუფლდა სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.
✨ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
#გორისუნივერსიტეტი #მეცნიერებისფესტივალი2025 #სტუდენტთააღიარება #ესეებისკონკურსი #სპორტულიწარმატება #ჰუმანიტარულიარტი
დაჯილდოება:
მეცნიერების ფესტივალი 2025 მოხალისე სტუდენტების დაჯილდოება
1. ელენე ცერცვაძე
2. გიორგი რაზმაძე
3. ხატია გოდელაშვილი
4. ლიზი ფალელაშვილი
5. ლიზი ქარელიშვილი
6. მარიამ მექვაბიშვილი
7. მარიამ ტიელიძე
8. რატი ჩუტკერაშვილი
9. სალომე მექვაბიძე
10. ლაშა ნიკოლიშვილი
11. ლიკა ნარიკაშვილი
12. მარიამ მოდებაძე
13. ნია შატაკიშვილი
14. რატი შუშიაშვილი
15. სალომე კაკიაშვილი
16. სალომე ჯაშაშვილი
17. სოფო ციცაგი
18. ქეთი სტეფანიშვილი
19. ციცი გუდაძე
20. მარიამ სადაღაშვილი
21. მარიამ ნინიაშვილი
22. ვლადიმერ თოთლაძე
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესსეების კონკურსში „26 მაისი - გზა თავისუფლებისკენ“ გამარჯვებული სტუდენტები:
I გელა სადაღაშვილი
II ქეთევან ბოლაშვილი
III ბელა ყულუმბეგაშვილი (ინგლისურენოვანი ესე)
III ანი კორინთელი
სკოლის მოსწავლეები:
ქართულენოვანი ესე
I ტყვიავი - ნოდარ კოლოტაშვილი
II ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი“ - ქეთი შუბლაძე (თბილისი)
III გორის მე-6 საჯარო სკოლა - ნიკოლოზ ბედიანაშვილი
ინგლისურენოვანი ესე
I ბრეთის საჯარო სკოლა - მარიამ თედიაშვილი
II გორის მე-12 საჯარო სკოლა - ბაგრატ ჯაბაური
III ბრეთის საჯარო სკოლა - გვანცა შატბერაშვილი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროექტში „ჰუმანიტარული მეცნიერებანი და არტი“ მონაწილეები:
• მაყვალა შიუკაშვილი
• ქეთევან ლომსაძე
• იზა ხარიბეგაშვილი
• გიორგი თანდიაშვილი
• ბელა ყულუმბეგაშვილი
• ვლადიმერ თოთლაძე
• სალომე მექვაბიძე
• ლანა ჩაგელაშვილი
• ნინო გოგიაშვილი
• მარიამ ცხოვრებაძე
• მარიამ ურიგაშვილი
20 წლამდელთა შორის ევროპის შემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში
1. ოქროს მედალი - დავით ჭეჭელაშვილი - საჯარო მმართველობა, მე-3 კურსი, პრიორიტეტული
2. ვერცხლის მედალი - ნიკა ზანგალაძე, სპორტი, მე-3 კურსი - დაფინანსებულია
3. ბრინჯაო - საბა ღამბაშიძე - სპორტი, მე-3 კურსი დაფინანსებულია
ევროპის სტუდენტთა თამაშები ძიუდოში
1. ოქროს მედალი - თენგიზ ხიდაშელი, სპორტი, მე-4 კურსი არაა დაფინანსებული
2. ვერცხლი - ალეკო კასრაძე, სპორტი, მე-4 კურსი, დაფინანსებული