საქართველოს და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტები გორის უნივერსიტეტში

28 სექტემბერი,2025

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ისა ჰაბიბეილი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე და აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

დელეგაციას უმასპინძლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; რექტორის მოადგილემ, ზურაბ ზურაბაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დავით კვერნაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა იმნაძემ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და შეთანხმდნენ ერთობლივი აკადემიური ღონისძიებების განხორციელებაზე.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესრმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ქართულ-აზერბაიჯანული  ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ისა ჰაბიბეილის გადასცა გორის უნივერსიტეტის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2025–2026 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება.ცერემონია...

06 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა