სამუშაო შეხვედრა
30 სექტემბერი,2022მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის პერსონალთან, რომელზეც განიხილეს სტუდენტთა აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცესის დროულად (ანუ, უნივერსიტეტის მიერ აკადემიური რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში) დასრულების მნიშვნელობას სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის. აღინიშნა, რომ აკადემიური რეგისტრაციის პროცესში უკვე შესაძლებელია სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში ინტეგრირებული სათანადო პროგრამული მოდულის გამოყენება. შეხვედრის ბოლო ნაწილმა ჩაიარა კითხვა-პასუხის რეჟიმში.