სამუშაო შეხვედრა
07 მარტი,2023მიმდინარე წლის 7 მარტს უნივერსიტეტის პერსონალისათვის Zoom-პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის, შესრულებისა და შეფასების წესში შეტანილი ცვლილებების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს სამაგისტრო ნაშრომის დაგეგმვასთან, შესრულებასა და შეფასებასთან დაკავშირებული სიახლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან შედის ძალაში.