სამუშაო შეხვედრა თვითშეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
15 მაისი,202415 მაისს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები - ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების თანამშრომლები, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ც. დურული.