საჯარო ლექცია
20 ნოემბერი,202520 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ქისტები“. ლექცია უძღვებოდა მკვლევარი, ქალბატონი მექა ხანგოშვილი, რომელმაც წარმოდგენილი საუბარი მოუძღვნა თემას: „ქალის ფენომენი ქართულ და ქისტურ სინამდვილეში: გზა ქართლოსიანთა დედოფლობიდან ძურძუკთა თანამედროვეობამდე“.
ღონისძიება შეეხებოდა ისტორიულ, ეთნოკულტურულ და გენდერულ საკითხებს, რაც მსმენელებს შესაძლებლობას აძლევდა, ორგანიზებულად და სიღრმისეულად შეეფასებინათ ქისტი ქალის როლი როგორც წარსულში, ისე თანამედროვე რეალობაში.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია