პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება

25 ნოემბერი,2025

2025 წლის 25 ნოემბერს გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მან პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ხოლო კურსდამთავრებულებს – წარმატებით დასრულებული სასწავლო პროცესი და უსურვა შემდგომი წარმატებები.
ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა ცენტრის პედაგოგებს, ადმინისტრაციასა და დამხმარე პერსონალს მათი შრომისა და პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. თავის სიტყვაში, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის პროგრესისა და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის ჩამოყალიბების პროცესში. ბოლოს კი წარმატება და სტაბილური პროფესიული წინსვლა უსურვა ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბატონმა სიმონ გულედანმა პირველკურსელებსა და კურსდამთავრებულებს მიულოცა მთთვის ეს მნიშვნელოვანი დღე და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი თქმით, თანამედროვე დასაქმების ბაზარი საჭიროებს პრაქტიკულ ცოდნას, პროფესიულ უნარებსა და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციის შესაძლებლობას.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა მარლენ ნადირაძემ მადლობა გადაუხადა პროფესიული განათლების ცენტრს ახალგაზრდების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი პროფესიული კადრები ადგილობრივი ეკონომიკისა და მუნიციპალიტეტის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. მან სტუდენტებს მოუწოდა, გამოიყენონ ის ცოდნა, რომელსაც ცენტრი აძლევს, გაბედულად შეაბიჯონ პროფესიულ სივრცეში.
მისალოცი სიტყვები წარმოსთქვეს:
გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა;
პროფესიული პროგრამა „რძის პროდუქტების წარმოება“ პროგრამის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ პაპიაშვილმა;
საწარმოო პრაქტიკის ობიექტის ხელმძღვანელმა, ლინიკა „გორმედის“ ამბოლატორიული მმართველობის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნანა კობერიძემ;
პროგრამა საექთნო განათლების კურსდამთავრებულებმა ლელა ლაფაჩმა და გიორგი ცერაძემ.
ღონისძიების ფარგლებში პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერმა, პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა, წარმოადგინა პრეზენტაცია ცენტრის განვითარების ისტორიის, მისი მთავარი ეტაპებისა და თანამედროვე საქმიანობის შესახებ. მას ასევე ისაუბრა ცენტრის მიღწევებზე, მიმდინარე ინიციატივებსა და იმ მიმართულებებზე, რომლებიც პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტთა შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
საზეიმო ღონისძიების მსვლელობისას მადლობის სიგელები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ: პროფესიული განათლების ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს, ქალბატონ ნინო მაზმიშვილს; პროფესიული პროგრამა „რძის პროდუქტების წარმოება“ პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ პაპიაშვილსა და "კომპიუტერული ქსელი და სისტემების" პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ დავით პეტუაშვილს.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ხატია ხუციძე, ნატალი გრიგალაშვილი, ნეა მარკოზაშდვილი (ხელმძღვანელი თეა ქიტიაშვილი), ქორეოგრაფიული დასი (ხელმძღვანელი ნინო ტატიაშვილი) და ჯგუფი „Soft wave”.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და...

2025 წლის 25 ნოემბერს გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გაიმართა.

25 ნოემბერი, 2025 სრულად ნახვა

საჯარო ლექცია

20 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ქისტები“. ლექცია უძღვებოდა მკვლევარი, ქალბატონი მექა ხანგოშვილი, რომელმაც...

20 ნოემბერი, 2025 სრულად ნახვა