ქართული ენის დღე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

14 აპრილი,2026

 

2026 წლის 14 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო.

პირველი შეხვედრა პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა გახსნა. საჯარო ლექციაზე, „სტუდენტის თვალით დანახული 1978 წლის 14 აპრილი“, მომხსენებელმა იმ ისტორიულ მოვლენებსა და მუხტზე ისაუბრა, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვას უკავშირდება.

ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. შეხვედრის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

დედაენის კვირეული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება!

16 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

16 აპრილი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა...

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა...

16 აპრილი, 2026 სრულად ნახვა