აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი
25 აპრილი,2024უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების შესახებ. მას უძღვებოდა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ც. დურული. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს: განხილული იყო ინოვაციური პედაგოგიური მიდგომები, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და შეფასების თანამედროვე მეთოდები.