აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა
22 მაისი,2024მიმდინარე წლის 22 მაისს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პლაგიატის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა აკადემიური ეთიკა, ციტირების და ბიბლიოგრაფიის მართვა, პლაგიატის შემოწმების ინსტრუმენტები, პრევენციული სტრატეგიები, აგრეთვე პლაგიატთან მიმართებაში უნივერსიტეტში არსებული პოლიტიკა და შესაბამისი რეგულაციები. შეხვედრას უძღვებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნ. გორგიშელი და სამეცნიერო კვლევების ცენტრის უფროსი ნ. ახალკაცი.