აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ჩატარდა სამუშაო შეხვედრა
15 აპრილი,2024მიმდინარე წლის 15 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით კლასტერული აკრედიტაციის თავისებურებათა გათვალისწინებით. შეხვედრაზე განიხილეს განსხვავება ინდივიდუალურ და კლასტერულ აკრედიტაციას შორის, კლასტერული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების განსხვავებულ ასპექტებს. ხაზი გაესვა პროგრამების განვითარებაში კლასტერული აკრედიტაციის მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობას. შეხვედრას უძღვებოდნენ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ც. დურული და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი. შეხვედრის დასასრულს პასუხი გაეცა დამსწრეთა შეკითხვებს.