პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრა

 

სსიპ-გორის სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პრაქტიკული სამართლის კლინიკა, რომელიც გორის საჯარო სკოლებში 2009 წლიდან ახორციელებს სკოლის მოსწავლეებისათვის პრაქტიკული სამართლის სწავლებას. კლინიკაში მოქმედი პროექტის ფარგლებში ხდება სტუდენტების შერჩევა გასაუბრების გზით, მათთვის ტრენინგების ჩატარება პრაქტიკული სამართლის სწავლების შესახებ და შემდგომ დაინტერესებულ სკოლებში უკვე მომზადებული სტუდენტების მიერ ტრენინგების ჩატარება ისეთ თემებზე, როგორიცაა: 1. სამართალი და სამართლებრივი სისტემები, 2. კონსტიტუცია და დემოკრატია, 3. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, 4. სისხლის სამართალი, 5. სამოქალაქო სამართალი, 6. არასრულწლოვანთა უფლებები, 7. კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი მეთოდები და 8. ანტიკორუფცია.
მიმდინარე წელს სსიპ-გორის სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკა აპირებს ჩაატაროს ტრენინგები დასახელებული თემატიკის ირგვლივ გორის მე-2, მე-3, მე-6, მე-9 და მე-10 საჯარო სკოლებში. დასახელებულ სკოლებში სულ ჩატარდება 9 ტრენინგი.
გარდა აღნიშნული პროექტისა სსიპ-გორის სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკაში მიმდინარეობს შემდეგი პროექტები:
1. ,,ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო“, რომელიც გათვალისწინებულია სტუდენტებისათვის. ისინი შეისწავლიან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის, იმ ძირითადი შემადგენელი ეტაპების წარმართვის ტექნიკურ მხარეებს, როგორიცაა: 1. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში; 2. წინა სასამართლო სხდომა; 2. მსაჯულთა შერჩევის პროცესი; 3. შესავალი სიტყვა; 4. მოწმის პირდაპირი დაკითხვა; 5. მოწმის ჯვარედინი დაკითხვა და 6. დასკვნითი სიტყვა.
2. ,,ადამიანის უფლება
ა ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საქართველო“, რომელიც გათვალისწინებულია სტუდენტებისათვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგები და ხდება იმ რეალური საქმეების ირგვლივ მსჯელობა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია განხილული.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა