პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა

დებულება

პედაგოგიკის კათედრის ანგარიში

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის

პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის სამუშაო  გეგმა

     გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის  კათედრა აერთიანებს ყველა იმ პროფესორ-მასწავლებელებს, რომლებიც უძღვებიან უნივერსიტეტიში არსებულ პროგრამებში მეთოდიკისა და მედაგოგიკის  მიმართულების სასწავლო კურსებს.

პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ხედვაა გახდეს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის რჩევების და შეფასების ცენტრი, რათა მოახდინოს მაღალი სტანდარების აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფა. კათედრა ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას პედაგოგიკისა და მეთოდიკის    მიმართულებით.

 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის ამაღლებასა და გაზრდას, მათ მაღალ სტანდარტებთან მიახლოვებას სტრატეგიული დაგეგმარების, შეფასების, მონიტორინგისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებით. კათედრა მიზანს წარმოადგენს სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვით მაღალპროფესიული კადრების მომზადება პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. კიდევ უფრო გავზარდოთ სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, რათა სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი განათლება, საინტერესო, ეფექტური  და მიმზიდველი სასწავო პროცესის ჩამოყალიბებით. კათედრის თითოეული ლექტორ-მასწავლებელი ვალდებულებას იღებს მოამზადონ ბაკალავრიატისა და  მაგისტატურის  სტუდენტები სამეცნიერო კონფერენციებისათვის.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა ხელმძღვანელობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-გორის სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის დებულების შესაბამისად.

პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ამოცანებია:  

   1. პროფესორ-მასწავლებელთა ურთიერთდასწრება, გამოცდილების გაზიარება;

   2. პედაგოგიკისა და მეთოდიკის მიმართულებით უნივერსიტეტის პერსონალის მიერ წარმოდგენილი სილაბუსებისა და

      საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა და შეფასება;

   3. კათედრაზე გაერთიანებული პერსონალის მიერ შუალედური, დასკვნითი და განმეორებითი გამოცდებისათვის წარმოდგენილი

      საგამოცდო საკითხების (ტესტების) მომზადებასა და გასწორების პოცესში მონაწილეობა; სათანადო სასწავლო კურსის სილაბუსთან

      შესაბამისობის გადამოწმების შესახებ წერილობითი ანგარიშის წარმოდგენა;

   4. პედაგოგიკისა და მეთოდიკის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება;

   5. უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით სხვადასხვა სემინარის, ტრენინგის სასწავლო

      კურსის ორგანიზება.

   6. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  მასწავლებლის სახლთან მუდმივი თანამშრომლობა;

   7. გორის სასწავლო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის ერთჯერადი სახელობითი პრემიის

      შემოღება;

   8. სხვადასხვა სასწავლო პროექტების განხორციელება; შეიძლება შესთავაზოს გარკვეული დარგობრივი და/ან ზოგადი უნარების

      განმავითარებელი მოკლე და გრძელვადიანი კურსები/ტრენინგები/პროგრამები, რომელთა სპექტრი შესაძლოა საკმაოდ

      მრავალფეროვანი იყოს უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდინაზე.(ინკლუზიური განათლება, განათლების ფსიქოლოგია,

      სკოლამდელთა განათლება და ა.შ.)

   9. სამეცნიერო კვლევის გაუმჯობესება;

  10.  სამეცნიერო ნაშრომების გამოცემის ორგანიზება;

  11.  ლექტორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა;

  12.  სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა;

  13.  პოფესორ-მასწავლებელთა თანამედროვე სასწავლო წიგნებით უზრუნველყოფა;

  14.   სამეცნიერო რეფერატებისა და კვლევითი თემების მომზადების მიზნით სტუდენტთა სამეცნიერო წრის ჩამოყალიბება;

  15.  პოფესორ-მასწავლებელთა ღია ლექციების ორგანიზება;

  16.  პედაგოგიური პრაქტიკის  ხელშეწყობა და კონტროლი;

  17.  სასწავლო ექსკურსიები მოწყობა;

  18.   სკოლებთან თანამშრომლობა;

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება...

20 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა

ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“

მიმდინარე წლის 11- 12 დეკემბერს გორის სახლმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო...

12 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა