გერბი

 

ერთ ველიანი "ევროპული" ფარი დაფარულია ოქროსფერით, რაც სიმბოლურად განასახიერებს მარადიულობას, შემოსაზღვრულია მუქი ლურჯი ფერის ვიწრო კანტით, ფარზე აღბეჭდილია მზის სიმბოლური გამოსახულება, რომელიც არის სინათლის, სიცოცხლის, ცოდნის, ბნელზე ნათელის გამარჯვების სიმბოლო, რაც ოქროსფერი და ლურჯი ფერების მონაცვლეობით არის გადმოცემული. მზის ნათელი სხივებისა და ლურჯი ფერების ცვალებადობა სიმბოლურად ასახავს ადამიანის ღვაწლს, სწრაფვას დაეუფლოს ცოდნას, შეიცნოს ჭეშმარიტება. ფარის ზედა და ქვედა სეგმენტზე არის ქართული და ლათინური წარწერა "ცოდნა ცხოვრებისთვის", "Knowledge for living".

 

ფარზე აღბეჭდილი მზის სიმბოლური გამოსახულება შექმნილია მცხეთის რაიონის სოფელ ერედაში აღმოჩენილი ბრინჯაოს დისკოს ფორმის არტეფაქტზე დაყრდნობით, რომელიც დაცული პროფესორ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში და დათარიღებულია ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 19 გუნდი.

06 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა

რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა ჯგუფხელებთან

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებისა და სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა.

05 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა