უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე, შეხვედრა კონსულტაციები შემდეგ საკითებზე:
26 აგვისტო,2019გაცნობებთ, რომ 2019 წლის 2 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე შედგება შეხვედრა-კონსულტაციები შემდეგ საკითხზე:
ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს კონცეფცია - „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული, განვჭვრიტოთ მომავალი“, რომლის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდეგი პერიოდისათვის“.
რა ძირითადი ცვლილებები/გაუმჯობესება იქნება აუცილებელი უმაღლეს განათლებაში, იმისთვის რომ 2030 წლისთვის უნივერსიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ითამაშონ საკუთარი ფუნდამენტური როლი საზოგადოების ფორმირებაში; რა უნდა იყოს სამომავლო ძირითადი პრიორიტეტები?
ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც გაკეთდება აქცენტი ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის რომის 2020 წლის მინისტერიალზე.
ბუქარესტის შეხვედრაზე შემოთავაზებული პრიორიტეტები დაჯგუფდა შვიდ ზოგად თემად, რომლებიცაა:
უმაღლესი განათლების სოციალური როლი
ჩართულობა უმაღლეს განათლებაში
ინოვაციური, მოქნილი და სათანადო სწავლა და სწავლება
მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა
დიგიტალიზაცია
ინტერნაციონალიზაცია და მობილობა
მმართველობა და ავტონომია.
დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული პრიორიტეტების თაობაზე იხილეთ ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის სამდივნოს 28.06.2019წ. წერილში BFUG WORK ON VISION AND THEMATIC PRIORITIES AFTER 2020
ამ კონსულტაციების მიზანი შემდეგია:
- ასახოს ის გამოწვევები, რომელთაც სავარაუდოდ წააწყდება უმაღლესი განათლება მომავალში; როგორ და რა ინსტრუმენტების მეშვეობით უნდა მოემზადონ ქვეყნები და დაწესებულებები მათ გადასალახად.
- გადავწყვიტოთ, მოვახდენთ თუ არა აქცენტირებას უმცირესობათა პრიორიტეტებზე და განვსაზღვროთ ისინი.
- მოვახდინოთ თითოეული პრიორიტეტისათვის სამოქმედო გეგმის იდენტიფიცირება, ქვეყნის მიერ სამი შესაძლო აქტივობის შეთავაზებით.