საჯარო ლექციები
06 ნოემბერი,2024მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე: „წმინდა ნინოს ცხოვრება - ყველაზე ძველი ქართული ტექსტი“ და „ქართული ჰაგიოგრაფია“.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „ქართული თვითმყოფადობა“ ფარგლებში.
ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.