ტრენინგები ადამიანური რესურსების განვითარებისა და ელექტრონული სწავლების დანერგვისათვის
03 ივნისი,2014სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგები ადამიანური რესურსების განვითარებისა და ელექტრონული სწავლების დანერგვისათვის. პროექტში ჩართული არიან უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის პროფესორები, რომლებიც ივნისის ბოლოს წარმოადგენენ ელექტრონული კურსის ერთ საპილოტე საკითხს საპრეზენტაციოდ. შეხვედრას დაესწრებიან თბილისიდან მოწვეული ელექტრონული სწავლების საერთაშორისო ექსპერტები, პროფესორები მარიამ მანჯგალაძე და მაია ნინიძე.