ტინისხიდისა და ახალდაბის საჯარო სკოლების ერთობლივი კონფერენცია
11 აპრილი,20142014 წლის 04 აპრილს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი მიწვეულნი იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს ტინისხიდისა და ახალდაბის საჯარო სკოლების ერთობლივ კონფერენციაზე ,,ნორჩი მემატიანე" (ხელმძღვანელები: ტინისხიდისა და ახალდაბის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ნაზი ბერიკაშვილი და თამარ ყულიაშვილი).
კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მასალები ორი სოფლის წარმოშობის, ისტორიის, მოსახლეობისა და გავრცელებული ტოპონიმების შესახებ.
უნივერსიტეტიდან მიწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გორის უნივერსიტეტსა და აღნიშნული სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგთა შორის.