თავისუფალი ჭიდაობა
21 სექტემბერი,2015სსიპ გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა გენო პეტრიაშვილმა ლას ვეგასში 12-14 სექტემბერს ჩატარებულ თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი და რიოდეჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.