სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია აცხადებს მონაწილეთა მიღებას

26 იანვარი,2023


სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში „ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა’’, რომლის მიზანია გაზარდოს კონფლიქტთან მოსაზღვრე ზონაში - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრაქტიკული მექანიზმების გამოყენების უნარი; ჩართოს ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების საზოგადოებისათვის გაზიარების პროცესში;
მნიშვნელოვანია, პროექტის მონაწილეებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, განვითარების სურვილი და იყვნენ მოტივირებულნი.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და ვორკშოფები ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და საკანონმდებლო პრაქტიკული მექანიზმების მიმართულებით; სტუდენტები გაეცნობიან, აღნიშნული მექანიზმების მომზადებისა და რეალიზაციის თავისებურებებს, მოხდება რეგიონში არსებული ადამიანის უფლებათა პრობლემატური თემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის არსებული მექანიზმების გაანალიზება და სიმულაცია. ასევე, სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების როგორც თანასწორგანმანათლებლების, სწავლების და გამოცდილების გაზიარების ტექნიკის დახვეწა, ტრენერული უნარების -ტრენინგ მოდულის მომზადებისა და ჩატარების უნარების განვითარებაზე.
ამასთანავე იგეგმება, სტუდენტების საზოგადოებასთან ურთიერთობა და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წარმატებით გავრცელება. კერძოდ, მათ მიერ პროექტის განმავლობაში მიღებული ადამიანის უფლებების და მისი დაცვის მექანიზმების შესახებ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, თავისსავე უნივერსიტეტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული სტუდენტებისათვის.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2023 წლის თებერვალი-აპრილი, პროექტი განხორციელდება არადისტანციურ, სააუდიტორიო გარემოში.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 1 თებერვალი, 2023 წელი.
„ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა“ მხარდაჭერილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ხორციელდება პროგრამა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ!
გისურვებთ წარმატებებს!
იხილეთ განაცხადის ფორმა:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSepAp2wgDb.../viewform.

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა