ქართული ყველის ფესტივალი

28 ივნისი, 2010

2010 წლის 24 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ სიღნაღში ქართული ყველის ფესტივალი ჩატარდა. იგი მიზნად ისახავდა ქართული სამეურნეო კულტურის, კერძოდ, რძის პროდუქტების პოზიცირებას. ფესტივალზე 26 ქვეყნის 900-მა დელეგატმა დაათვალიერა გამოფენილი პროდუქცია. სხვადასხვა რეგიონებიდან მონაწილეობა მიიღეს მცირე და საშუალო საწარმოებმა, ქარხნებმა, წვრილმა საგლეხო და საოჯახო მეურნეობებმა, აგრეთვე გორის უნივერსიტეტის პროფესიული სწავლების სახელობო პროგრამების სასწავლო საწარმომ. ფესტივალზე აღნიშნული საწარმოს მიერ გამოფენილი იქნა სხვადასხვა სახეობის ყველი, პასტერიზებული რძე, მაწონი, არაჟანი «ნებიერას» სახელით. დამთვალიერებლებს უშუალოდ მწარმოებელი სტუდენტები სთავაზობდნენ პროდუქციას დასაგემოვნებლად. გორის უნივერსიტეტის სასწავლო საწარმოს მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ სწორედ «ნებიერას» ლოგოიან მაისურსა და კეპში გამოწყობილ წამყვანს მიჰყავდა საგამოფენო პროცესი. გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილი დარჩა დამთვალიერებლების მიერ მათი პროდუქციის შეფასებით და მომხმარებელს დაჰპირდა, რომ გორის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული პროდუქცია მალე გამოჩნდება სამომხმარებლო ქსელში. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასაუბრებოდნენ საწარმოს ტექნოლოგს, ბატონ ზურაბ პაპიაშვილს და საწარმოს ფინანსურ კონსულტანტს, ბატონ ზაზა მჭედლიშვილს.


კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა