პროგრამის აკრედიტაციის შესახებ
09 აგვისტო,2018გორის უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა საბაკალავრო-სამაგისტრო (300 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამამ, საერთაშორისო ექსპერტის თავმჯდომარეობით შეფასების პირობებში, წარმატებით გაიარა აკრედიტაცია!
აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და შეეძლება სკოლაში უფროს მასწავლებლად მუშაობის დაწყება სერტიფიცირების გარეშე.
აბიტურიენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამაზე, ახლავე, მიმდინარე რეგისტრაციის ვადებში.
დაინტერესებულმა პირებმა, დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელ. ნომრებზე: 0 (370) 272616; 577251221; 599180717.