ორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება
27 მაისი, 20102010 წლის 25 მაისს გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ბიბლიოთეკის მენეჯერმა-ნელი ბაბუციძემ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების, მისი მნიშვნელობის და შემდგომ რუსეთის აგრესიის შესახებ, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, ისაუბრეს პროფესორებმა: მანანა მიჩიტაშვილმა, მამუკა
ჯოლბორდმა და თამილა გოგოლაძემ. საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს სტუდენტებმა: ციცი ღუღუნაძემ, ხატია ტეტუნაშვილმა და ნათია სომხიშვილმა. ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნომრები.
დასასრულს ბიბლიოთეკის მენეჯერმა დამსწრეთ კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, მადლობა გადაუხადა მათს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისათვის და გამოთქვა რწმენა, რომ მომავალში საქართველო გამთლიანებული შეხვდება ამ დღესასწაულს.