კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MID
24 ოქტომბერი,2014ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MID აცხადებს კონკურსს სტუდენტების (დოქტორანტები), მკვლევრებისა (პოსტდოქტორანტები) და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონსორციუმი წარმოდგენილია შემდეგი ევროპული უნივერსიტეტებით:
• ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი - კოორდინატორი
• სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი
• ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია
• ალგარვეს უნივერსიტეტი, პორტუგალია
• ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
• ბორდოს უნივერსიტეტი 1, საფრანგეთი
• დეუსთოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
• ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
• ვარშავის ეკონომიკური სკოლა, პოლონეთი
პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
• დოქტორანტი - 1 500 ევრო
• პოსტდოქტორანტი - 1 800 ევრო
• აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2 500 ევრო
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• დოქტორანტურის სტუდენტებს
• მკვლევრებს (პოსტდოქტორანტებს)
• აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
• მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში
მნიშვნელოვანი თარიღები:
ელექტრონული განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 2014 წლის 2 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2);
დანართების გაგზავნის ბოლო დღეა 2014 წლის 9 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2).
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი:
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
მისამართი: ჭავჭავაძის ქ. 53, I კორპუსი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა: gstu2012@gmail.com