IV კონგრესი თემაზე: ,,ენერგეტიკის როლი კავკასიის მომავლის საქმეში: რეგიონის ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა
03 ივნისი,20142014 წლის 29 მაისს თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს, საზღვარგარეთელი თურქების და მონათესავე ხალხების სამმართველოს და კასპიის ფორუმის მხარდაჭერით თურქეთში, ქ. ანკარაში, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის IV კონგრესი თემაზე: ,,ენერგეტიკის როლი კავკასიის მომავლის საქმეში: რეგიონის ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა".
საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად კონგრესზე მიწვეული იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიორგი სოსიაშვილი. კონგრესის მსვლელობისას გამართულ მრგვალ მაგიდასთან ისაუბრეს ერთობლივი კონფერენციების ჩატარებასა და გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის IVკონგრესში მონაწილეობისთვის, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი ორდუს და არდაგანის უნივერსიტეტებთან მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.