გორის უნივერსიტეტში დაფუძნდა სტუდენტთა პოლიტოლოგიის წრე
26 მაისი, 20102010 წლის 24 მაისს გორის უნივერსიტეტში დაფუძნდა სტუდენტთა პოლიტოლოგიის წრე. შეხვედრას ესწრებოდნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. უნივერსიტეტის რექტორმა ვრცლად ისაუბრა გორის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის წრის არსებობის მნისვნელობაზე, სამომავლო გეგმებსა და შედეგებზე. ჰუმანიტარული ფაკულტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სწავლების IV წლის სტუდენტმა, მაკა ჯოლბორდმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,აგვისტოს ომი და დღევანდელობა". პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია დამსწრე საზოგადოებასა და პოლიტოლოგიის წრის სტუდენტებს შორის. გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვაჟა ჩოჩიამ აღნიშნა, რომ პოლიტოლოგიის წრის ჩამოყალიბება უნივერსიტეტის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. პრეზენტაციები ყოველ ორშაბათს გაიმართება.