გორის უნივერსიტეტში ჩატარდა სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
02 ივნისი, 20102010 წლის 25 მაისს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად სტაჟიორებად აყვანილ იქნენ: საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში - მანანა ტვინიკაძე, ქეთევან ჯოლბორდი; რექტორის აპარატში - ქეთევან ლაფანაშვილი; სტრატეგიული განვითარებისა და ბიუჯეტის სამსახურში - ელენე სამადალაშვილი, გიორგი კოჭლავაშვილი; იურისტებად - ნიკოლოზ მიდოდაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე. საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილებაში - ნანა დოლიაშვილი, ნონა ხეჩიკაშვილი, ჯონდო მურადაშვილი; კანცელარიაში - ნანა რაჯაბაშვილი; საფინანსო სამსახურში - გიორგი ტეტუნაშვილი. ისინი სამი თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას გორის უნივერსიტეტში.