ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი
05 მაისი,2020გორის უნივერსიტეტის უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის კაბინეტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფი, კოვიდ 19-ით გამოწვეულ ახალ რეალობასთან და მისგან გამოწვეულ ფსიქო-სოციალურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს ვთავაზობთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფურ სეანსებში მონაწილეობის სერვისს.
ჯგუფებში გაერთიანდებიან საერთო პრობლემის მქონე პირები. ჯგუფურ სეანსებში მონაწილეობისა და პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goriunipsychologist@gmail.com თემატური ჯგუფების მუშაობას გაუძღვებიან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პროფესორები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.