ფოტოკონკურსი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

22 თებერვალი,2019

სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფოტოკონკურსის ჩატარების დებულება
1. აღნიშნული დებულება არეგულირებს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (შემდგომში - უნივერსიტეტი) ფოტოკონკურსის (შემდგომში - კონკურსი) ჩატარების წესს.
2. კონკურსი ტარდება საუკეთესო ფოტოს გამოსავლენად თავისუფალ თემატიკაზე.
3. კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების წახალისება.
4. კონკურში მონაწილეობის უფლება აქვთ უნივერსიტეტის პროფესიული, ბაკალავრიატის და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებს.
5. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ფოტოები უნდა წარმოადგინონ 2019 წლის -- მაისამდე კონკურსანტმა საკონკურსო ფოტონამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე photocontest.goriuni@gmail.com. სათაურში უნდა მიეთითოს შესაბამისი თემატიკა. ემაილი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: კონკურსანტის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი. დაუშვებელია ფოტოზე ავტორის ვინაობის/ფსევდონიმის/ლოგოტიპის მითითება ან ჩარჩოთი გაფორმება. ამგვარი ფოტოები უპირობოდ მოიხსნება კონკურსიდან.
6. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
7. კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ერთიდან ხუთ ფოტომდე.
8. კონკურსანტი ვალდებულია იყოს ნამუშევრის ავტორი და გააჩნდეს ამ ფოტოს ორიგინალი.
9. კონკურსანტი ვალდებულია, ორგანიზატორების მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ფოტოს დედანი ფაილი.
10. დამუშავება ციფრული რედაქტორების საშუალებით შესაძლებელია, მაგრამ აკრძალულია ფოტომონტაჟი.
11. წარმოდგენილი ფოტოს დიდი მხარე უნდა იყოს არანაკლებ 2000 პიქსელი, JPG ფორმატი.
12. ფოტოები არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო, ტექსტურ წარწერებს ან გრაფიკულ ელემენტებს, რაც არ წარმოადგენს კომპოზიციის ორიგინალურ ნაწილს. ტექსტის შემცველი ფოტოები მომენტალურად დისკვალიფიცირდება.
13. ჟიური ნამუშევრებს განიხილავს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ, კონკურსის თემა, ტექნიკური შესრულება, კომპოზიცია და ორიგინალურობა.
14. კომპეტენტური ჟიური, გამოავლენს 10 საუკეთესო ფოტო ნამუშევარს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულებს, რომლებიც დაიკავებენ I, II, III ადგილებს, გადაეცემათ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სათანადო სიგელები, აგრეთვე დაჯილდოვდებიან ფულადი სტიპენდიით.
I ადგილი - 150 ლარი;
II ადგილი - 120 ლარი;
III ადგილი - 100 ლარი.
15. საუკეთესო ფოტო ნამუშაევრების ავტორებს, რომლებიც ვერ დაიკავებენ I, II ან III ადგილს, გადაეცემათ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სიგელი კონკურსში მონაწილეობისათვის.
16. ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო ნამუშევარს გამოფენისთვის და დაასახელებს საპრიზო ადგილებზე გასულ ფოტოებს.
17. ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო 10 ფოტო დაიბეჭდება უნივერსიტეტის ხარჯით მუყაო-ქაფზე და გამოიფინება უნივერსიტეტის ჰოლში.
18. ჟიურის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ხორბალაძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
ბ) ანა იმნაძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
გ) ზურაბ ზურაბაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის უფროსი;
დ) ვლადიმერ მიხანაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრი.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა