დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა

04 დეკემბერი,2018


  გაცნობებთ, რომ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბერს დაიწყო და 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის თანახმად, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
  განაცხადების შევსება მიმდინარეობს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე - ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge.
დაინტერესებულ პირებს, განაცხადის ფორმა, შევსების ინსტრუქციასთან ერთად, შეუძლიათ იხილონ ბმულზე: http://gov.ge/s/0859c
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;
  • განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  • განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).
  • კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.)

პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის აქტიური სტატუსი.
  • სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში.

პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება.

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა