არჩევნები რექტორის თანამდებობის დასაკავებლად
21 ნოემბერი,2018სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმების შესახებ
1. გამოცხადდეს არჩევნები და დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) სამოქმედო გეგმისა და კონცეფციის წარმოდგენა.
3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 21 ნოემბერს.
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2018 წლის 27 დეკემბრის 10 საათიდან, მისამართზე: ქ. გორი, ი. ჭავჭავაძის ქ. N53; ოთახი N115.
5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2019 წლის 04 იანვრის 18 საათი.
6. აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვროს 2019 წლის 15 იანვარი.
7. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4-ზე;
ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.